საქართველო საუდის არაბეთის მცხოვრებლებისთვის უვიზო მიმოსვლას აწესებს, - საქართველოს ელჩზე გიორგი ჯანჯღავაზე დაყრდნობით ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს. ჯანჯღავას საუდის არაბეთში გასულ კვირას ოფიციალური შეხვედრები ჰქონდა.
გამოცემა Arab News-ის ინფორმაციით, გარდა უვიზო მიმოსვლისა საუდის არაბეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ 1 წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეეძლებათ შემოსვლა.
ვიზის გარეშე ერთჯერადად საუდის არაბეთის ქვეყნის მაცხოვრებლებს 3 თვის განმავლობაში შეეძლებათ საქართველოში დარჩენა, მაგრამ ამისთვის მათ სასტუმროს ჯავშანი და ავიაბილეთი დასჭირდებათ.
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის სამეფოში შესასვლელი ვიზების გაცემა ხორციელდება ქ.ბაქოსა და ანკარაში არსებულ საელჩოებში