პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის გადმოტანა უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში არ იგეგმება.
„ქუთაისში ჩვენ იმხელა გეგმები გვაქვს რომ შესაძლოს 5-10 წლის შემდეგ ვერავინ შეამჩნიოს იქ პარლამენტი არის თუ არა. ესაა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უზარმაზარი კამპუსით, ქუთაისის შემაერთებელი გზები. ქუთაისში ძალიან სერიოზული ბუმი იქნება განვითარების/ მე არაერთხელ მიხუმრია, - რომ მქონდეს თავისუფალი კაპიტალი ქუთაისში აუცილებლად ვიყიდიდი უძრავ ქონებას. ქუთაისის საქართველოს შიდა ჰაბად ჩამოყალიბება არის გარდაუვალი“, - განაცხადა პრემიერმა იმედის ეთერში.