Home
Category
TV Live Menu

"არაკეთილსინდისიერ მეწარმე სუბიექტებს ბანკებთან ისტორიები გაუფუჭდებათ, რადგან მზაკვრულად ცდილობენ თანხების მითვისებას"

58ba766f7f2e2
BM.GE
04.03.17 12:07
1020
დისტრიბუტორები კომპანიების ფინანსურ მდგომარეობას ’’კრედიტინფო საქართველოში’’ გადაამოწმებენ. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის წევრთა უმრავლესობამ გამოთქვა სრული მზადყოფნა ’’კრედიტინფო საქართველოსთან“ თანამშრომლობაზე, - თემაზე ’’ბიზნესკონტრაქტთან“ დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია საუბრობს.

- ბატონო ივა, მსგავსი მექანიზმის მოფიქრების იდეა საიდან გაჩნდა?

- ’’კრედიტინფო საქართველო“-მ შეოგვთავაზა გარკვეული პირობები და წინადადება, რაც ჩვენთვის მისაღები იყო და ძალიან საინატრესოა. გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ სერიოზული პროექტია. კრედიტინფოს ბაზაში დაახლოებით 2 მილიონ 500 000 ფიზიკური პირია რეგისტრირებული, ჩანაწერების საერთო რაოდენობა კი დაახლოებით 18 მილიონს წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციას იმის შესაძლებლობა გვექნება, რომ განსაკუთრებული პირბებით ვისარგებლოთ. ჩვენ ყველა მეწარმე სუბიექტზე და გარდა სუბიექტისა, მათ დამფუძნებლებსა და დირექტორებზე მივიღებთ ინფორმაციას, რომლებიც ამ ჩანაწერებში იქნება.

სადისტრიბუციო კომპანიებში ხშირად არის როტაცია თანამშრომლების და ყველა იმ ადამიანზე გვექნება ინფორმაცია და ბაზასთან წვდომა. ჩვენთვის, როგორც სადისტრიბუციო კომპანიებისთის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ სხვადასხვა მაღაზიებთან, ჰიპერმარკეტებთან ვაფორმებთ ხელშეკრულებას და ყველგან ჩაიდება, რომ პირობების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გარკვეული დროის შემდეგ კრედიტინფოს გადაეცემა. ეს, რა თქმა უნდა, მათზე ნეგატიურად აისახება, რადგან ეს ერთ-ერთი მექანიზმია, რომ ცუდი ტონი იქნება, რადგან ხვალ რომელიმე სადისტრიბუციო კომპანიამ რომ დაიწყოს მათთან თანამშრომლობა ეს ცუდი იქნება და გარდა ამისა, მათთვის ისიც ძალიან ცუდი იქნება, რომ ეს ბაზა საბანკო სექტორზეა მიერთებული. ჩვენ ახლო მომავალში გვექნება ბანკების ხელმძღვანელებთან შეხვედრები და იმ ადამიანებს, რომლებიც არაკეთილსინდისიერი მეწარმე სუბიექტები არიან, ბანკებთან ისტორიები გაუფუჭდებათ, რადგან ისინი მზაკვრულად ცდილობენ თანხების მითვისებას. აქ საუბარი არ იქნება შპს-ებზე, არამედ მათ უკან ვინც დგას. ხშირად იციან ხოლმე, როდესაც მივდივართ სარჩელის შესატანად, რა თქმა უნდა, შპს-ს უჩივლე რა პრობლემააო გვეუბნებიან.

- თქვენ აღნიშნეთ, რომ პრობლემებზე მუშაობას იწყებდით თქვენი ასოციაციის ფარგლებში...

- ჩემი ერთადერთი რეგალიე დღეს არის საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი. ჩემს ზურგს უკან არანაირი ბიზნესი არ არის, მე დავტოვე ბიზნესი და ის კომპანიები, რომლის დამფუძნებელიც ვიყავი. თავიდან ბოლომდე 100%-ით ჩაბმული ვარ იმ საქმიანობაში, რასაც დისტრიბუციის დაცვა ჰქვია და ეს არ მოიცავს მხოლოდ იმ 42-43 კომპანიას, რომელიც დღეს საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციაციაში არიან გაერთიანებული. ჩვენ მხოლოდ მათთვის არ ვართ, ეს ფართო მასშტაბებს მოიცავს. ნებისმიერი კომპანია, რომელიც დღეს საქართველოში დისტრიბუციას ეწევა ჩვენ მზად ვართ დახმარების ხელი გავუწოდოთ. ყველას მოვუწოდებ, რომ ასოციაციაში შემოგვიერთდნენ, რადგან ეს პრობლემები უკვე მასშტაბურია და სახელმწიფოსთისაც დიდი თავსატეხი გახდება. ჩვენმა გაერთიანებამ სახელმწიფოს დროულად უნდა მიაწოდოს სწორი ინფორმაცია, რადგან გვერდზე სწორი მიმართულებით დაგვიდგნენ და პრობლემებიც დროულად იქნას აღმოფხვრილი, რომ ერთმა და ორმა არაკეთილსინდისიერმა სუბიექტმა ჯიბეები არ გაისქელონ. ასობით მილიონობით ლარი კი, რომელიც ბიუჯეტში შეაქვთ სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიებს უმოქმედოდ არ დარჩნენ და ამით ბიუჯეტშიც დანაკლისი არ წარმოიქმნას. დამერწმუნეთ, რომ ჩვენი მხარდაჭრა მნიშვნელოვანია. ჩენ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებთან ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომ გავიგოთ ანალოგიურ პრობლემებს ევროპის ქვეყნებში როგორ ებრძოდნენ. მაგალითიც გადმოვიღეთ და უახლოს მომავალში ქართულ რეალობას მოვარგებთ. ამ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა იურიდიულ კომპანიებთანაც ვმუშაობთ და სახელმწიფოს ლანგარზე მივართმევთ საკანონმდებლო დონეზე აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად.

Subscribe to our news

Get the main news of the day