Home
Category
TV Live Menu

"არაპროფილური აქტივები გამიჯნულია, ვერ ვიტყვით რომ რომელიმე კომერციული ბანკი ფლობს სხვა ბიზნესს"

5881cb36d6c50
BM.GE
20.01.17 12:31
1126
"არაპროფილური აქტივები გამიჯნულია, ვერ ვიტყვით რომ რომელიმე კომერციული ბანკი ფლობს სხვა ბიზნესს", - განაცხადა ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას „საზოგადოება და ბანკების“ ანალიტიკოსმა გივი ადეიშვილმა. მისი თქმით, ინვესტორების მხრიდან საკუთარი ინვესტიციების დივერსიფიკაცია დადებითი მომენტია.

"დღეს არ შეიძლება ბანკის მფლობელობაში იყოს სხვა ბიზნესი, თუმცა არის ფორმა, როდესაც მე შემიძლია ვიყიდო როგორც რომელიმე კომერციული ბანკის აქცია, ასევე შემიძლია ვიყიდო სხვა კომპანიის აქცია. ანუ მე ვერ მზღუდავენ რომ ვფლობდე აქციას სხვადასხვა ბიზნესებში", - ამბობს ადეიშვილი და დასძენს და თუკი ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა ხდება ამ შემთხვევაში რეგულატორის ფუნქციაა, რომ კონკრეტული ქმედებები შეზღუდოს.

"ჩვენ არ უნდა მივიღოთ არცერთი კანონი, რომელიც დააზარალებს ინვესტიციებს, მიუთითებს ინვესტორს, რომ კონკრეტულად ერთ სექტორში განათავსე შენი ინვესტიცია, ამან შესაძლოა ქვეყნიდან დიდი რაოდენობით ინვესტიციის გადინება მოახდინოს, ჩვენს ქვეყანაში ისედაც რთულია ინვესტიციების მოზიდვა და სამუშაო ადგილების შექმნა, დამატებით ბარიერების შექმნა ქვეყნის განვითარებას შეანებელებს", - ამბობს ადეიშვილი და განმარტავს, რომ დღეს ბაზარზე მონოპოლიების მხრიდან შეზღუდვა არ ხდება და უკეთესი იქნება თუკი მცირე ზომის მოტამაშეებიც გაერთიანდებიან.

Subscribe to our news

Get the main news of the day