კომერციული ბანკებისთვის მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა იზრდება. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, აღნიშნული დღეს 12 მილიონია და ის ეტაპობრივად 50 მილიონამდე გაიზრდება. კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.
"ვითიბი ბანკის" გენერალური დირექტორი,არჩილ კონცელიძე კომერციული ბანკებისთვის მინიმალური კაპიტალის გაზრდის მიმართულებით რისკებს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ საფინანსო ბაზრის ძირითადი მოთამაშეების კაპიტალი ისედაც მაღალია.
"ისედაც ოლიგოპოლიაა საქართველოში. ორ დიდ ბანკს აქვს 80%. ბაზრის ძირითადი მოთამაშეების კაპიტალი 50-ზე და 100-ზე ზემოთ არის. მათ აქვთ ასობით და მილიარდობით კაპიტალი და მე ამაში ვერ ვხედავ დიდ რისკს", - განუცხადა არჩილ კონცელიძემ "ბიზნესკონტრაქტს".