Home
Category
TV Live Menu

არჩილ მესტვირიშვილი: საქართველოს საბანკო სექტორს გააჩნია შოკების შეწოვის მაღალი უნარი

576bf1da8eb28
BM.GE
23.06.16 18:25
1700
„მიუხედავად საგარეო შოკისა, ინვესტიციების რაოდენობა ქვეყანაში არ შემცირებულა“, - განაცხადა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა. მისი თქმით, გასულ წელს არ შემცირებულა არც საინვესტიციო საქონლის იმპორტი და მხოლოდ მცირედით შემცირება შეეხო სამომხმარებლო საქონლის იმპორტს.
 
"ლარიზაციის კუთხით 2015 წელი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო და დოლარიზაცია ჩვენი საფინანსო სექტორის მთავარი გამოწვევაა. ეს ზრდის მსესხებლების ტვირთს გაუფასურების დროს და ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემაფერხებელია ფაქტორია.

ამ კუთხით მნიშვნელოვანი როლი აქვს კაპიტალის ბაზრის განვითარებას.

ასევე 2015 წელი საბანკო ზედამხედველობის კუთიხთ მნიშველოვანი გამოწვევა იყო და ხორციელდებოდა რისკებზე ორიენტირებულ ზედამხედველობა.

გაზრდილი რისკების ფონზე, დიდ ყურადღებას ვაქცევდით საბანკო სექტორში უმოქმედო სესხების დინამიკას და ხდებოდა მონაცემების ხშირი შეგროვება და წლის განმავლობაში მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა განსხვავებით რეგიონის სხვა ქვეყნებისგან.

საბოლოო ჯამში 2015 წელს საბანკო სექტორი იყო კარგად კაპიტალიზებული და ჰქონდათ კარგი ლიკვიდობა, საბანკო სექტორს გააჩნია შოკების შეწოვის მაღალი უნარი“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day