Home
Category
TV Live Menu

არჩილ მესტვირიშვილი: საუბარი იყო, რომ აიკრძალოს ონლაინ სესხების კომპანიები და არა ბიზნესი და საქმიანობა

58415d929f4ff
BM.GE
02.12.16 15:40
1053
მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ვერსიის თანახმად მოხდება ონლაინ სესხების კომპანიების აკრძალვა და არა საქმიანობის, - განაცხადა გადაცემაში ბიზნესკონტრაქტი, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა არჩილ მესტვირიშვილმა. მისი თქმით, ამ შემთხვევაში სესხების გაცემას მიკროსაფინანსო ორგანიზაციები შეძლებენ. მესტვირიშვილის განცხადებით, ონლაინ სესხების კომპანიები მიკროსაფინანსოებად გადაკეთდება და ამ საკითხზე მუშაობა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

"ამ საკითხზე კომუნიკაცია არის ონლაინ სესხების წარმომადგენლებთან. ამიტომ იყო გაუგებრობა, საუბარი იყო კომპანიების აკრძალვაზე და არა საქმიანობის. თვითონ კომპანიებიც ხედავენ რომ ამ ბიზნესს სჭირდება რეგულირება", - ამბობს მესტვირიშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day