“არემჯი” რეგიონის ქალი მეწარმეების გაძლიერებისთვის
BM.GE
22.04.22 09:35
• 282
პანდემიის პერიოდში ბოლნისელმა მცირე მეწარმემ რუსო ქვარცხავამ სამზარეულოში მოწყობილ მცირე საწარმოში განსხვავებული რეცეპტით - ცოცხალი საფუარით არტიზანული ბიო პურების წარმოება და რეალიზაცია დაიწყო. აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად მეწარმემ ცოცხალი საფუარით უკვე პასკები დაამზადა. ეს ყველაფერი არ არის - მეწარმემ არემჯისთან პარტნიორობით კომპანიის თანამშრომლებისთვის პასკის მასტერკლასი და დეგუსტაცია მოაწყო. მეტიც, არემჯიმ რუსოს პასკების მსხვილი შეკვეთაც მისცა და მეწარმის პროდუქტი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს დაურიგა.