არის გამოწვევები და ეს უკავშირდება განათლების ხარისხს,- ამის შესახებ განათლების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
მისი თქმით, მოკლე ვადაში ის წარადგენს სამოქმედო გეგმას. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ყველა წარმატებული რეფორმა გაგრძელდება.
კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა სკოლებში ვაშლების დარიგების პროექტი, მინისტრობის კანდიდატი პასუხობს:
"მინდა გითხრათ, რომ ზოგადად ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ძალიან მნიშვნელოვანი და იქნება ჩვენი სამინისტროს პრიორიტეტი. ეს არის სწორედ ის თემატიკა, რომელსაც სჭირდება სერიოზული, კომპლექსური მიდგომა",- განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, რაც შეეხება ალექსანდრე ჯეჯელავას, ის გუნდში რჩება, თუმცა, კონკრეტული გეგმების შესახებ მისთვის უცნობია.