Home
Category
TV Live Menu

"არის ისეთი შესყიდვები, რომელთა განსახორციელებლადაც 3 დღე აბსოლუტურად საკმარისია"

5881caf8cf9ba
სალომე მეცხვარიშვილი
20.01.17 17:30
1357
"შესყიდვების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" ხელმძღვანელი გიორგი ბაჯელიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს რადიკალურად არ უნდა მიუდგეს და გამარტივებული ელექტრონული ტენდერი სრულად არ გააუქმოს. ამის შესახებ ბაჯელიძემ "ბიზნესკონტრაქტთან" განაცხადა.

მისი თქმით, რა თქმა უნდა, კარგია, თუ სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით ცვლილებები განხორციელდება და სატენდერო დრო გაიზრდება, თუმცა, არის ტენდერები, რომელთა ჩასატარებლადაც 3 დღე აბსოლუტურად საკმარისია, ამიტომ რადიკალური მიდგომები არასწორია.

"რა თქმაუნდა, კარგია თუ გაიზრდება სატენდერო ვადები - 3 დღე არ იყო საკმარისი 200 ათას ლარიანი ტენდერების მოსამზადებლად. მაგრამ არის ისეთი შესყიდვები, რომელთა განსახორციელებლადაც 3 დღე აბსოლუტურად საკმარისია. ამიტომ აქაც უნდა მივუდგეთ არა კატეგორიულად, არამედ გააზრებული უნდა იყოს ყველაფერი, რაც დღეს აკლია შესყიდვების სააგენტოს",- აცხადებს ბაჯელიძე.

რაც შეეხება ცვლილებას, რომლის მიხედვითაც კომპანიების ტენდერის გასაჩივრებისთვის 100-დან 500-ლარამდე ბაჟის გადახდა მოუწევთ, გიორგი ბაჯელიძე აცხადებს, რომ ეს არის გარკვეული დამცავი მექანიზმი იმისთვის, რომ უსაფუძვლო მიმართვიანობა დავების საბჭოში შემცირდეს.

"რატომ გვაქვს ამდენი საჩივარი? სისტემა არის გაუმართავი, ბევრ შეკითხვას ტოვებს, ადამიანები ვერ ერკვევიან, სად არის სიმართლე, სად ტყუილი. კანონია ორაზროვანი, რომელიც ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, სწორედ ამიტომ დავების საბჭოში მიმართვიანობა მაღალია“,- აცხადებს ბაჯელიძე.

საქართველოს მთავრობა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში ცვლილებების ინიციატივით გამოდის. კანონოპროექტი ითვალისწინებს გამარტივებული ელექტრობული ტენდერების გაუქმებას, ასევე 100-დან 500-მდე ლარის გადახდას იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ტენდერს გაასაჩივრებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day