Home
Category
TV Live Menu
Loading data...

არის თუ არა საჭირო მინიმალური ხელფასის განსაზღვრა?

BM.GE
15.11.22 13:49
158
საქართველოში დღემდე კამათის საგანია, კანონით უნდა განისაზღვროს თუ არა მინიმალური ანაზღაურება. კანონით, მინიმალური ხელფასის ოდენობა საქართველოში 20 ლარია. ეს ჩანაწერი კანონში 90-იანი წლების ბოლოდან არსებობს, მას შემდეგ არავის შეუცვლია. რამდენად არის სადმე მინიმალური ხელფასი 20 ლარი ეს სხვა თემაა. ბოლო დროს თემა და საკითხი რომელზეც ჩვენმა ამ ბლოკის სტუმარმა რამდენიმე წლის წინ პარლამენტში დეპუტატის მანდატის ქონისას კანონპროექტიც დაარეგისტრირა მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით, საინფორმაციო ვიდეო რგოლების თუ სხვა და სხვა ფორმით ონლაინ მედიაში განთავსებებით კიდევ გამოჩნდა. რამდენიმე დღის წინ იყო აქცია პერფომანსი, რომლის მონაწილეებმაც მოითხოვეს თავიდან განისაზღვროს და გაიზარდოს მინიმალური ხელფასი საქართველოში.

სტუმარი: ბექა ნაცვლიშვილი - "სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელი;

Subscribe to our news

Get the main news of the day