ArchDaily.com-ის ცნობით, თბილისის მედიათეკის შენობა პარკის ცენტრშია განთავსებული.
"პროექტი მიზნად ისახავს მიმდებარე ტერიტორიაზე კულტურული და საგანმანათლებლო დეფიციტის შევსებას. შენობა ტრადიციულ და მულტიმედია ბიბლიოთეკას წარმოადგენს ბავშვებისა და მოზრდილებისთვის, რომელსაც აქვს სამკითხველო ოთახები, ბავშვების სათამაშო სივრცეები, ოთახები ლექციებისა და სხვადასხვა პრეზენტაციისთვის",- წერია სტატიაში.
ArchDaily.com მიუთითებს, რომ შენობის ფორმა ორ ნაწილად იყოფა - წრიულ და ოთხკუთედ ნაწილებად. ამასთან, ვეგბვერდის ინფორმაციით, შენობა პარკის მთავარი ბილიკის ბოლოს მდებარეობს.
"შენობა უჩარჩოო მინით არის გაკეთებული, ინტერიერი კი ფუნქციური ოვალური ოთახებით არის დატვირთული, რომლებიც ამავე ფორმით უერთდებიან მეორე სართულს.
კიბის ბოლოს მოწყობილია ლურჯი ტერასა, რომელიც საუკეთესო ადგილია ღონისძიებებისთვის, ასევე, ბუნებაში კითხვისთვის",- წერს გამოცემა.


