Home
Category
TV Live Menu

"არსაბანკო ფინანსური დაწესებულებები საწესდებო კაპიტალის ზრდისთვის მზად არ არიან"

595f28f7ae533
ელენე გოგბერაშვილი
07.07.17 10:22
872
საქართველოში არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაცია დაფუძნდა. როგორც ასოციაციის დამფუძნებელი, გივი კორინთელი "საქმის კურსთან" აცხადებს, ასოციაციის დაფუძნების იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო დონეზე სექტორმა საფრთხეები დაინახა. მისი თქმით, საუბარია 2-3 დღეში მიღებულ კანონებზე და ახალ ინიციატივებზე, რომლის მომზადების პროცესში კერძო სექტორი ჩართული არ იყო.

"ეს იქნება კონსოლიდირებული ხმა რეგულატორთან, მთავრიბასთან. 2,5 მილიონიანი ბაზრის ასე გატარება არ შეიძლება", - ამბობს გივი კორინთელი.

ერთ-ერთი ასეთი ახალი ინიციატივა, რომელსაც რეგულატორი არასაბანკო საფინანსო სეტქორს უმზადებს, უკავშირდება არსაბანკო ფინანსური ინსტიტუტებისთვის მინიმალური საწესდებო კაპიტალის 250 000 ლარიდან მილიონ ლარამდე გაზრდას. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ამ ცვლილებისთვის სექტორი მზად არის, ამიტომ სებ-ს თხოვენ კანონპროექტის საკანონმდებლო ორგანოში განხილვები მანამდე შეწყდეს, სანამ სექტორი საკუთარ პოზიციას არ ჩამოაყალიბებს.

"ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა. სექტორი არ არის მზად. ეს ხელს შეუშლის ინვესტიციების მოზიდვას", - ასე აფასებს "ნანო კრედიტის" წარმომადგენელი, ირაკლი ბერძენაძე დაგეგმილ ცვლილებებს.

სექტორთან კომუნიკაციის გარეშე ამ და სხვა უკვე მიღებულ ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ იურისტებსაც.

"ბოლო პერიოდში საფინანსო სექტორთან მიმართებაში ნორმატიული აქტები მოკლე პერიოდში, სექტორთან კომუნიკაციის გარეშე მიიღეს. გაუგებარია ხშირ შემთხვევაში რას გულისხმობს კანონმდებელი და რა ვალდებულებები წარმოეშობა მხარეებს. როცა კონკრეტული პირი დაინტერესებულია სექტორში თანხის ჩადებით, მას ბიზნესგარემოს გარდა აინტერესებს სამართლებრივი რეგულაციებიც. როცა იურისტისგან ისმენს, რომ 2-3 დღეში შეიძლება კანონი შეცვალოს, ეს ნეგატიური ზეგავლენის მქონეა და შიშებს უქმის ინვესტორს", - განმარტავს იურისტი, დავით კლდიაშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day