Home
Category
TV Live Menu

"არზუგაზმა" სემეკს ბუნებრივი გაზის ახალი ტარიფების დასადგენად მიმართა

59840955eb76f
დავით ჯალაღონია
04.08.17 09:41
953
შპს „არზუგაზმა“ სემეკს ბუნებრივი გაზის ახალი ტარიფების დასადგენად მიმართა. ამის შესახებ „საქმის კურსს“ მარეგულირებელი კომისიის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის ექსპერტმა ლევან ენუქიძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით დარჩენილია 24 განაწილების ლიცენზიანტი, რომელთა ტარიფები 2007 წლის შემდეგ არ დათვლილა. მათი წილი ბაზარზე 10%-ს შეადგენს.

„კომისიას გააჩნია უფლებამოსილება იმისა, რომ საკუთარი ინიციატივით გადახედოს ნებისმიერ საწარმოს ტარიფებს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ბუნებრივი გაზის სექტორში არსებული გარემოებების გათვალისწინებით - საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ტარიფი გადავითვალეთ, ანუ კომპანიებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ხარჯი შეეცვალა; ასევე, კომპანიებს შეეცვალოს ბუნებრივი გაზის შესყიდვის ფასი შეეცვალოთ და შესაბამისად - მიწოდების ტარიფი და გარდა ამისა, აღნიშნული 24 კომპანიის ტარიფები არ გადათვლილა 2007 წლის შემდეგ, ამიტომ მიგვაჩნია, რომ მათთვის დღეს მოქმედი ტარიფები არ ასახავს ბაზარზე არსებულ რეალობას და თავად კომპანიას გაუჩნდება სტიმული, რომ კომისიაში სატარიფო განაცხადი წარადგინოს. კომპანია „არზუგაზმა“ უკვე მოგვმართა და კომისიამ დაიწყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება 2017 წლის ივლისში, რათა დავუდგინოთ ბუნებრივი გაზის მიწოდების, გატარებისა და განაწილების ახალი ტარიფი. ამისთვის 150 დღე გვაქვს“, - განმარტა ენუქიძემ.

შეგახსენებთ, რომ 20 ივლისიდან, სემეკის გადაწყვეტილებით „ყაზტრანსგაზის“ აბონენტებისთვის 1მ3 ბუნებრივი აირი 46.153 თეთრი ღირს, „სოკარ ჯორჯია გაზისთვის“ – 56.94, „საქორგგაზისთვის“ კი 57.011. ახალი ტარიფები ძალაშია 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

Subscribe to our news

Get the main news of the day