დონალდ ტრამპმა სენატს ახალი კანონპროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ლეგალური ემიგრანტების რადენობა უნდა შემცირდეს. ამერიკა Green Card-ის გაცემისას, პრიორიტეტს ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ემიგრანტებს მიანიჭებს, რომლებსაც სამუშაო უნარები და ფინანსური მხარდაჭერა ექნებათ.
თუკი აღნიშნული კანონპროექტი ძალაში შევა ეს ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი საემიგრაციო ცვლილება იქნება ამერიკაში. კანონპროექტი ქვეყანაში მიგრანტების ნათესავების შეშვებასაც ართულებს.