Home
Category
TV Live Menu

აშშ-ის მთავრობა ე.წ. გათიშვის რეჟიმშია - სახელმწიფო სერვისების ნაწილის მიწოდება ჩერდება

5a6310ecc9cc1
BM.GE
20.01.18 13:48
627
აშშ-ის მთავრობამ სახელმწიფო სერვისების დიდი ნაწილის მიწოდება დროებით შეაჩერა. მიზეზი კი ისაა, რომ სენატმა ახალი ბიუჯეტის დამტკიცება ვერ შეძლო. კანონპროექტმა, რომელსაც ფედერალური ხელისუფლება 16 თებერვლამდე უნდა დაეფინანსებინა, ვერ მიიღო საჭირო 60 ხმა.

ეს არის პირველი შემთხვევა რესპუბლიკური პარტიის მმართველობის ისტორიაში, როდესაც მათ ბიუჯეტის კანონის მიღება ჩააგდეს.

BBC წერს, რომ ბიუჯეტის ჩაგდება ათასობით ადამიანზე მოახდენს გავლენას, რომლებიც სახელმწიფო სამსახურში მუშაობენ. მათ ახალი ბიუჯეტის მიღებამდე იძულებით შევულებაში მოუწევთ ყოფნა.

შედეგად, სახლში დარჩენა მოუწევთ ისეთ სახელმწიფო სფეროებში მომუშავეებს, როგორებიცაა: ჯანდაცვა, თავდაცვა, განათლება, გარემო, ტრანსპორტი და ა.შ. ისინი ორშაბათს სამსახურში წასვლის ნაცვლად სახლში დარჩებიან.

შესაძლოა, შეჩერდეს ვიზისა და საპასპორტო პროცედურებიც. ყველაფერთან ერთად, შესაძლოა, მოხდეს მუზეუმებისა და ეროვნული პარკების დახურვაც. თუმცა, ისეთი სერვისები, როგორებიცაა სიცოცხლისა და ადამიანური საკუთრების დაცვა, მათი მიწოდება გაგრძელდება.

ბოლოს ბიუჯეტის მიღება აშშ-ში 2013 წელს ჩავარდა და ახალი დოკუმენტის მიღებას 16 დღე დასჭირდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day