აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოშია
პრემიერ-მინისტრის მოწვევით, საქართველოს 2 დღიანი ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს. 1-ელ აგვისტოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ კი, პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე სამხედროებს შეხვდება. მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში პირველ აგვისტოს დასრულდება.