Home
Category
TV Live Menu

აშშ-ის ვიცეკონსული: არ არის სიმართლე, რომ "მწვანე ბარათის" გათამაშებაში მონაწილეობა აშშ-ის ტურისტული ვიზის მიღების შანსს ამცირებს

57dd0e725a247
BM.GE
17.09.16 13:30
1031
ინტერვიუ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეკონსულ ადამ ფოქსთან „მწვანე ბარათთან“ დაკავშირებით:

-ბატონო ადამ, “მწვანე ბარათის“ გათამაშებაში მონაწილე ადამიანს შესაძლოა ტურისტული ვიზაზე განცხადების შეტანის დროს პრობლემა შეექმნას?

-ჩემთვის ცნობილია, რომ ეს საკითხი ხალხს აწუხებს. ტურისტული ვიზა და მრავალფეროვნების ვიზა სულ სხვადასხვა რამ არის. ამ ვიზებზე კვალიფიკაცია განსხვავებულია. თუ ვინმე მონაწილეობას მიიღებს ამ მრავალფეროვნების ლატარეაში, არ არის სიმართლე, რომ მას ტურისტული ვიზის მიღების ნაკლები შანსი აქვს. გათამაშება ოფიციალურად ტარდება წელიწადში ერთხელ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. გათამაშების მიზანი კი არის აქტიური ემიგრანტების მოზიდვა და აშშ-ს მოსახლეობის მრავალეთნიკურობის შენარჩუნება.

-აშშ-ის ვიზის მიღების პროცესში ქართველი მოქალაქეები რამდენად აქტიურად არიან ჩართული?

-ზუსტი მონაცემები შარშანდელი წლიდან არ მაქვს, მაგრამ ყოველ წელს მზარდია პროცესი.

-შეგიძლიათ დაგვიდასტუროთ, რომ ამ პროგრამაში მონაწილეობა თქვენს ქვეყანასთან თანამშრომლობას არანაირად არ შეზღუდავს?

-ამ პროგრამის ისტორიაზე მცირე მონაცემებს მოგაწვდით. ეს არის პროგრამა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა შემოიღო, რათა ხელი შეეწყო ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ემიგრირების დაბალი კოეფიციენტი აქვს. აღნიშნულ პროგრამაში ყველა ქვეყანა არ არის კვალიფიცირებული მონაწილეობის მისაღებად. საქართველო კვალიფიცირებულია და ქართველ მოქალაქეებს “მწვანე ბარათის“ გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ.

-აშშ-ის მთავრობა მსგავს პროგრამას ყველა ქვეყნის საელჩოში ახორციელებს?

-არა, ქვეყანამ გარკვეული ტიპის მოთხოვნები უნდა შეასრულოს. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ არის რამდენიმე ათეული ქვეყანა და მათ შორის საქართველო, რომელიც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღების მოთხოვნა საკმაოდ მარტივი და, რაც მთავარია უფასოა. მინდა ადამიანებმა, ვისაც გონია, რომ მასში მონაწილეობა ფასიანია გაიგონ, რომ ეს ასე არ არის. პროგრამაში მონაწილეობის პირველი ნაწილი უფასოა, რომელიც ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს.

-როდის გვექნება საბოლოო გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან და გვეცოდინება იმ ადამიანების სია, რომლებიც “მწვანე ბარათის“ მფლობელები გახდებიან?

- პროცესი საკმაოდ გრძელია. ამ მრავალფეროვანი ლატარეის გათამაშების პროგრამის პირველი ეტაპი ოქტომბრის დასაწყისში დაიწყება და ნოემბერში დამთავრდება. მსურველებმა პროგრამაში ამ პერიოდში უნდა მიიღონ მონაწილეობა. შემდეგ უკვე დაახლოებით მომდევნო წლის მაისში პროგრამის მეორე ეტაპია გასავლელი, რა დროსაც გამთამაშებლები შეტყობინებას მიიღებენ. ეს არის სპეციალური ანგარიში, ერთჯერადი ნომერი კონკრეტულად ამ ადამიანისთვის შექმნილი, რომელიც მხოლოდ მისთვის იქნება ცნობილი და რომელიც აუცილებლად უნდა შეინახოს. მეორე ეტაპის შემდეგ აღნიშნულ ნომერს ინტერნეტში შეიყვანს და გაიგებს მოიგო თუ არა და ამის შემდეგ კიდევ სხვა ფაზაზე გადადის. შემდეგ უკვე ამ ადამიანს გასაუბრება დაენიშნება. თუ კი ადამიანი მივა ამ ფანჯარასთან და განათლების კრიტერიუმებს არ დააკმაყოფილებს, მისი აპლიკაცია უარყოფილი იქნება. აპლიკაციის შევსებისას ადამიანმა ყველა მასზე დამოკიდებული პიროვნება უნდა ჩართოს, იქნება ეს მეუღლე თუ შვილი. თუ ამ ნაწილს არ შეავსებს, მაშინ მისი ვიზა ასევე უარყოფილი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია გათამაშებაში მონაწილე წესებს მიყვეს.

Subscribe to our news

Get the main news of the day