Home
Category
TV Live Menu

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი: თუ უკრაინა რეფორმებს არ განახორციელებს, ევროკავშირი ანტირუსულ სანქციებს გააუქმებს

57e3a8bc1db1f
BM.GE
22.09.16 13:47
1063
უკრაინამ უნდა შეასრულოს დაპირებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირმა შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააუქმოს. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა ნიუ-იორკში საგარეო ურთიერთობების საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ ვიცით, რომ თუკი ისინი ევროკავშირს საბაბს მისცემენ, არსებობს სულ მცირე ხუთი ქვეყანა, რომელიც მზად არის, ახლავე თქვას: "ჩვენ აღარ გვსურს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებში მონაწილეობა", - განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით, უკრაინის კრიზისის დაწყებისთანავე, ის ყოველ კვირას ორი-სამი საათის განმავლობაში ესაუბრებოდა ტელეფონით უკრაინის ხელმძღვანელობას და მას რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებდა, ასევე სთხოვდა გერმანიას, საფრანგეთს და იტალიას, შეენარჩუნებინათ სანქციები.

Subscribe to our news

Get the main news of the day