Home
Category
TV Live Menu
Loading data...

აშშ-ს ანგარიში-საქართველოს საინვესტიციო კლიმატი / საქმის კურსი - 22.07.2021_13:40 - გადაცემა სრულად

BM.GE
22.07.21 14:21
444
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია იმ საკანონმდებლო ჩარჩოებზე, რომლებიც ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საკითხს, ასევე ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთობებს არეგულირებენ. მათ შორის შეფასებულია საქართველოს სასამართლო სისტემა, საბანკო და საფინანსო რეგულირების მექანიზმები. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის მიმართულებით რეგიონის მასშტაბით მოწინავე ადგილზეა, ქვეყნის ეკონომიკა კი უცხოური ინვესტიციების მიმართ ღიაა. თუმცა, საქართველოში მოღვაწე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები მიუთითებენ ქვეყნის სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ნაკლოვანებაზე, ასევე ბიზნეს დავების მოგვარების არაეფექტურ და არადროულ სისტემაზე.


სტუმრები: ქეთი ბოჭორიშვილი - ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე;
ირაკლი ჟვანია - აუდიტორული კომპანია „ქუდოს ჯორჯიას“ პარტნიორი

Subscribe to our news

Get the main news of the day