"აშშ-ს სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდა ლარს კიდევ გააუფასურებს", - ამის შესახებ ფინანსისტმა ნიკოლოზ შენგელიამ "ბიზნესკონტრაქტს’’ განუცხადა. მისი თქმით, 21 სექტემბერს აშშ-ს ფედერალური სისტემის ღია ბაზრის კომისიის სამმა წევრმა ხმა მისცა საპროცენტო განაკვეთების გაზრდას. მისი თქმით, თუ აშშ-ი საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა, ეს ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას გამოიწვევს.
"აშშ არჩევნების შემდეგ, ნოემბერში აპირებს აწიოს საპროცენტო განაკვეთები. ამ წუთში მისი საპროცენტო განაკვეთი არის 0,50%. სავარაუდოდ 25-50%-ით ისევ აწევენ, რის შედეგადაც უკვე გარდაუვალი იქნება დოლარის გამყარების მორიგი ტალღა, რაც გამოიწვევს ჩვენი ვალუტის გაუფასურებას. ნოემბერში ლარი იქნება 2,42-2,50 შორის", -განმარტავს ნიკოლოზ შენგელია.