აშშ: საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს ქმნის
BM.GE
06.02.23 09:23
• 112
გასული კვირის ბოლოს, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ამერიკის ხმისთვის მიცემული ინტერვიუდან მოვისმინეთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურება. ამერიკის დიპლომატიური უწყების თქმით, „მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის“. საქართველო-რუსეთს შორის 2019 წლიდან შეწყვეტილი პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა იმედი გამოთქვა ფრენების აღდგენაზე. რას აპირებს ქართული ბიზნესი, და როგორია მათი პოზიცია?