Home
Category
TV Live Menu

აშშ სატელეკომუნიკაციო კომპანიების გამსხვილების წინააღმდეგ

5a143c453d591
BM.GE
21.11.17 18:45
828
ამერიკული სატელეკომუნიკაციო კომპანიების AT & T-ისა და Time Warner- ის შერწყმის თავიდან ასაცილებლად აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ სასამართლოს მიმართა.

ინფორმაცია ორი კორპორაციის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა ცნობილი. Euronews წერდა, რომ AT&T მზად იყო Time Warner-ის აქციებში 86 მილიარდი აშშ დოლარი გადაეხადა. ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ გარიგება მომხმარებლისთვის ფასის გაზრდას გამოიწვევს და ასევე გაერთიანებულმა ორგანიზაციამ შესაძლოა კონკურენტებისთვის სამაუწყებლო ლიცენზიების საფასური გაზარდოს.

Time Warner-ს ეკუთვნის საკაბელო არხები TNT, TBS და CNN, ასევე არხი HBO. გარდა ამისა, კომპანიის საკუთრებაა კინოსტუდია Warner Bros. AT&T ამერიკაში საკაბელო ტელევიზიების რაოდენობით, სიდიდით მესამე კომპანიაა.

Subscribe to our news

Get the main news of the day