აშშ ტრანს წყნარი ოკეანის პარტნიორობის სავაჭრო შეთანხმებას ეთიშება. ამერიკის პრეზიდენტმა შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა, რაც მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
"ჩვენ ამის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით",- განაცხადა ტრამპმა მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებას. მისივე შეფასებით, ეს "ძალიან კარგი მოვლენაა ამერკელი მშრომელებისთვის".
ტრანს წყნარი ოკეანის ხელშეკრულება პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს 2015 წელს 12 ქვეყანას შორს გაფორმდა. მისი ხელმომწერები იყვნენ ავსტრალია, ბრუნეი, კანადა, ჩილე, იაპონია, მალაიზია, მექსიკა, ახალი ზელანდია, ვიენტანი, პერუ, სინგაპური და აშშ. როგორც "ალჯაზირა" აღნიშნავს, ეს ქვეყნები მსოფლიო ეკონომიკის 40%-ს ქმნიან.
შეთანხმების მიზანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ცხოვრების დონის ზრდა და კონკურენციის ხელშეწყობა იყო.