ასი წლის ამერიკელი ფერმერი, რომელიც ამ დრომდე ბიზნესს მართავს
BM.GE
14.09.22 15:06
• 224
თითქმის ასი წლის ამერიკელი ფერმერი, დღეში ხუთი საათის განმავლობაში ტრაქტორს მართავს, საკუთარ საქმიანობაში კი განახლებად ენერგიას იყენებს. „ვაკეთებ იმას, რაც მსურს, ვეხმარები ჩემს ოჯახს და ვფიქრობ, ამით საკუთარი წვლილი საზოგადოებაშიც შემაქვს“ - ამბობს 98 წლის დაგლასი. საკუთარ დასახლებაში, დაგლასი პირველია, რომელმაც 1914 წელს დაარსებული ფერმის მიწის ნაწილი, მზის პანელების განსათავსებლად, კომპანიას დაუთმო, - ასე მასთან ერთად, მზის ენერგიით, მთელი დასახლება სარგებლობს. რა როლს ასრულებს განახლებადი ენერგია, ამერიკელი ფერმერების ყოველდღიურობაში?