Reuters-ის ინფორმაციით, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში ყველა დაგეგმილი ფრენა გადიდო.
თურქეთში სამხედრო ჯგუფმა ხელისუფლების ხელში აღების შესახებ განაცხადა. მათი განცხადება ადგილობრივი ტელევიზიის მეშვეობით გავრცელდა, თუმცა ვინ არიან ამ ჯგუფის წევრები ჯერ-ჯერობით უცნობია.
ქვეყნის პრემიერის განცხადებით, „ადგილი აქვს სამხედრო გადატრიალების მცდელობას, რომელსაც ხელისუფლება არ დაუშვებს, მასში მონაწილე პირები კი მკაცრად დაისჯებიან“.
სხვა ავიარეისებთან ერთად, გაუქმდა ავიაკომპანია ატლასგლობალის რეისი სტამბული თბილისის მიმართულებით. რეისის გაუქმების მიზეზი თურქეთში შექმნილი ფორსმაჟორული ვითარებაა.
სხვა ავიარეისებთან ერთად, გაუქმდა ავიაკომპანია ატლასგლობალის რეისი სტამბული თბილისის მიმართულებით. რეისის გაუქმების მიზეზი თურქეთში შექმნილი ფორსმაჟორული ვითარებაა.