აუდიტის სამსახური მასობრივი სპორტის განვითარების შესახებ ანგარიშშს აქვეყნებს.
ეფექტიანობის აუდიტის ობიექტებს წარმოადგენდნენ: საქართველოს განათლების მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ასევე გორის, თელავის, ზუგდიდის, ქუთაისის და ფოთის მუნიციპალიტეტები.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებში, ხშირ შემთხვევებში სპორტის გაკვეთილებს ასწავლიან მასწავლებლები, რომლებსაც განათლება მიღებული არ აქვთ სპორტის განხრით, რაც უარყოფითად აისახება სპორტის გაკვეთილების ხარისხზე და შესაძლოა არასწორმა ფიზიკურმა დატვირთვამ გამოიწვიოს სხვადასხვა ფიზიკური დაზიანებები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სკოლების გარკვეული რაოდენობა სხვადასხვა სასწავლო საფეხურზე იყენებს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ დაშვებას და ამცირებს სპორტისთვის განკუთვნილ საათობრივ კვირეულ განაკეთს ერთ საათამდე ორის ნაცვლად მაშინ, როდესაც სპორტის შესახებ კანონით და სხვადასხვა ევროპული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით დადგენილი სპორტული გაკვეთილების საათობრივ განაკვეთები აღემატება საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგემით დამტკიცებულ 2 საათს.
„მოსახლეობის ფიზიკურ აქტივობასა და სპორტში ჩართულობა შერჩეული მუნიციპალიტეტების სახელმწიფო სპორტული ინფრასტრუქტურის ფარგლებში არის მცირე და მერყეობს 6 %-მდე, თუმცა აღნიშნულ სპორტულ ობიექტებზე დარეგისტრირებულ პირთა რაოდენობამ და ფიზიკური აქტივობების საათობრივმა განაკვეთმა ცხადყო თავისუფალი სავარჯიშო განრიგის არსებობა, რაც შესაბამისად მოსახლეობის რაოდენობის გაზრდის საშუალებას იძლევა. ამავდროულად არსებობს სპორტული ინფრასტრუქტურით გაუმართავი საჯარო სკოლები, რომლებიც არ მიმართავენ ალტერნატიულ რესურსებს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის სახით, რაც საშუალებას მისცემდა მოსწავლეების გარკვეულ რაოდენობას მიეღო აუცილებელი სათანადო ფიზიკური აქტივობა სპორტული გაკვეთილების სახით“, - ნათქვამია ანგარიშში.