Home
Category
TV Live Menu

აუდიტი: სარწყავი წყლის პრობლემა კვლავ მოუგვარებელია

5a75ec9b614e9
BM.GE
04.02.18 11:00
802
“საქართველოს მელიორაცია” ვერ უზრუნველყოფს საირიგაციო მომსახურების საიმედო და თანაბარ მიწოდებას აბონენტებისთვის, - ამ დასკვნას სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს.

“ არხის თავში მყოფი აბონენტებისთვის საირიგაციო მომსახურება მუდმივად ხელმისაწვდომია, როდესაც არხის შუა და ბოლო მონაკვეთში განლაგებული ნაკვეთები წყლის უკმარისობას განიცდიან. წყლის მიწოდების ამგვარი მდგომარეობის შედეგად რესურსი, რომელიც რაციონალური და კარგი პრაქტიკის შესაბამისი მენეჯმენტის პირობებში საკმარისი იქნებოდა მთლიანად ხრამ-არხს დაქვემდებარებული გასარწყავებული ფართობების რამდენჯერმე მომსახურებისთვის, ფაქტობრივად ამოწურულია არხის შუაში. ”–ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

სამსახური მიიჩნევს, რომ საირიგაციო მომსახურების ხარისხის ზრდისა და წყლის პროდუქტიულად განაწილების ნაწილში სისტემური თვალსაზრისით არფერი გაუმჯობესებულა. პირველი ანგარიში აუდიტმა 2014 წელს გამოაქვეყნა.

როგორც აუდიტის დასკვნაშია ნათქვამი, არსებულ მდგომარეობას შემდეგი გარემოებები განაპირობებს : კომპანიას არ აქვს შემუშავებული მეთოდი, რომლის მიხედვითაც უნდა გაანაწილოს სარწყავი წყალი ნაკვეთებს შორის. განსკუთრებით ეს პრობლემას ქმნის ზაფხულში, როდესაც წყალზე მოთხოვნა პიკს აღწევს. ასევე სუსტია კომპანიის მიერ წყლის გამანაწილებელი ტექნიკური საშუალებების კონტროლი.

2012-2017 წლებში საირიგაციო და სამელიორაციო სისტემის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის სახელმწიფოს მიერ 282 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული. პროგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს “საქართველოს მელიორაცია” ახორციელებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day