Home
Category
TV Live Menu

აუდიტი: შრომის ინსპექციის ფორმატი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს

5a7d3cdde9832
მეგი კავთუაშვილი
09.02.18 10:14
776
უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული საერთაშორისო შეფასებების და არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევების თანახმად, საქართველო დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველყოფის კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, რაც შრომით ურთიერთობებში არსებულ დისბალანსზე მეტყველებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ აღნიშნული დისბალანსის აღმოსაფხვრელად შექმნილი მექანიზმები და განხორციელებული ღონისძიებები შეისწავლა. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საფრთხის ქვეშ არის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში მოცემული დირექტივები, რაც აღსრულების ნაწილში სანქცირების უფლებით აღჭურვილი საზედამხედველო ორგანოს - შრომის ინსპექციის არსებობას მოითხოვს. კვლევამ აჩვენა, რომ ცვლილებების განხილვის პროცესში ჩართულ პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს შორის არ არსებობს ერთიანი, კოორდინირებული და დასაბუთებული პოზიცია შრომის ინსპექციის უფლებამოსილებებთან დაკავშირებით.

„შრომის ინსპექციის აღნიშნული ფორმატი არ შეესაბამება ამ მიმართულებით არსებულ საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას. ინსპექციას არ აქვს ისეთი მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები, როგორებიცაა: შრომის უფლებების სრული სპექტრის შემოწმება, სამუშაო ადგილზე დამსაქმებლის წინასწარი ნებართვისა და გაფრთხილების გარეშე ვიზიტი და შესაბამისი სანქციების დაწესება. შრომით ურთიერთობებში დასაქმებულთა დაცვას და ინტერესთა ბალანსის მიღწევას ასევე ართულებს ის გარემოება, რომ დასაქმებულები არ არიან სათანადოდ ინფორმირებული საკუთარი შრომითი უფლებებისა და მათი დაცვის საშუალებების შესახებ. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ შრომით უფლებებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირების მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები არ არის საკმარისი დასახულ მიზანთან მიმართებაში“ - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

Subscribe to our news

Get the main news of the day