Home
Category
TV Live Menu
Loading data...

„აუდიტია ჩასატარებელი შემოსავლების სამსახურის ეფექტური მუშაობის“ - #გახარიაპარლამენტში

BM.GE
24.12.20 18:22
562
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, ჯანდაცვის სისტემაში სახელმწიფო კომპონენტი უნდა გაძლიერდეს. მისივე თქმით, პროცესი უკვე დაწყებულია და მას მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ხელმძღვანელობს. მისი თქმით, პროგრამა უკვე არსებობს, რომელიც შექმნილია დონორებთან ერთად იმის შესახებ, თუ რა სახე უნდა მიიღოს სახელმწიფო კორპორაციამ ჯანდაცვაში. გარდა ამისა, გახარიას ინფორმაციით, ახალი კლინიკების შექმნისთვის და ზოგიერთის განახლებისთვის ფინანსების მოზიდვაზე ზრუნვა უკვე დაწყებულია. ეს განცხადება საკანონდებლო ორგანოში გაკეთდა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი მიმდინარეობს. “ქართული ოცნების” დეპუტატებმა შეკიტხვებიც დასვეს, რა პასუხები მიიღეს და დამატებით რა განცხადებები გაკეთდა პარლამენტში?
 

Subscribe to our news

Get the main news of the day