აუდიტის სამსახური კულტურის სამინისტროს ამ დრომდე ამოწმებს. შარშან მაისში დაწყებული მოკვლევა დასრულებული არ არის. ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ აუდიტის სამსახურში განუცხადეს.
უწყებაში ვერ აკონკრეტებენ, როდის დასრულდება შემოწმება.
აუდიტის სამსახური კულტურის სამინისტროში 2015 წლის ფინანსურ აუდიტს ატარებს.
უწყების მიერ კულტურის სამინისტროში შესვლამდე რამდენიმე დღით ადრე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის რისკების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა და შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებებს მიმართა, დაინტერესდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის კანონიერებითა და მიზნობრიობით, ასევე საბიუჯეტო სახსრების განკარგვისას შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის ფაქტებით.