Home
Category
TV Live Menu

აუდიტის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის შემოწმებისას ხარვეზები გამოავლინა

5799f79b2fbfa
ელენე გოგბერაშვილი
28.07.16 16:13
955
აუდიტის სამსახურმა სამი მთავარი მიმართულება გამოყო, რომელთან დაკავშირებითაც აუდიტის მიმდინარეობისას ხარვეზები გამოიკვეთა. მთავარი, რაზეც აუდიტი ყურადღებას ამახვილებს ე.წ ქამრების შემოჭერის პოლიტიკაა, რითაც იუსტიციის სამინისტროს არ უსარგებლია. იმ შემთხვევაში თუ უწყება საბიუჯეტო ხარჯებს არ შეამცირებდა, კანონის მიხედვით, შესაბამისი ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა ფინანსთა სამინისტროსთვის, რაც იუსტიციის სამინისტროს არ გაუკეთებია. ,,2010 წელს გამოცემული მთავრობის დადგენილებით, სამინისტროებს დაევალა საბიუჯეტო ხარჯების შემცირება წინა წელთან შედარებით. აღნიშნული პრინციპების შეუსრულებლობის შემთხვევაში სამინისტროებს დაევალათ თითოეული კოდის შეუსრულებლობისას მიემართათ ფინანსთა სამინისტროსთვის, რაც ფინანსთა სამინისტრომ არ განახორციელა. აუდიტის რეკომენდაციით, იუსტიციის სამინისტომ ფინანსთა სამინისტროს უნდა მიმართოს 2016-2017 წლებისთვის’’-აცხადებს აუდიტის სამსახურის აუდიტორი ელენე ტუსკია.
 
კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც აუდიტის სამსხურის ანგარიშშია საუბარი, იუსტიციის სამინისტროს ბალანსზე არსებული ობიექტების მართვას ეხება. 2014 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, იუსტიციის სამინისტროს აპარატის ბალანსზე ირიცხებოდა 2009-2010 წლებში გადმოცემული არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობები, რომელთა დანიშნულება პასუხისმგებელი პირების განმარტებით მათთვის არ არის ცნობილი. შესაბამისად, აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ შენობა-ნაგებობების სამინისტროს აპარატის ბალანსზე არსებებობა და ფაქტობრივი საჭიროება დაუსაბუთებელია. "ჩვენი რეკომენდაციით, იუსტიციის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული შენობა-ნაგებობების მოსარგებლეთათვის გადაცემა", - ამბობს ელენე ტუსკია.

მისი თქმით, უკვე მეორედ მოხვდა აუდიტის სამსახურის ანგარიშში იუსტიციის სამინისტროში შიდა აუდიტის სამსახურის არარსებობის საკითხი. უწყებამ 2013 წელს მიიღო დადგენილება და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს დაემატა შიდა აუდიტის დეპარტამენტი, თუმცა აუდიტის მიმდინარეობისას იუსტიციის სამინისტროში შიდა აუდიტის დეპარტამენტი ფაქტობრივად ჩამოყალიბებული არ არის. "იუსტიციის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის შექმნა 2010 წელს მიღებული კანონის საფუძველზე დაევალა , თუმცა 2016 წელს განხორციელებული აუდიტისას აღმოჩნდა, რომ დეპარტამენტი შექმნილი არ არის. შესაბამისად ჩვენი რეკომენდაციაა შეიქმნას შესაბამისი სუბიექტი კონკურსის გზით", - აცხადებენ უდიტის სამსახურში.

აუდიტის სამსახურის აგარიშში მოხვდა ასევე იუსტიციის სახლების აღრიცხვასთან დაკავშირებული ხარვეზები. 2016 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით იუსტიციის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება 8 ათას 97 ლარის "დაუმთავრებელი აქტივი’’, საიდანაც 7 ათას 903 ლარის აქტივი უკავშირდება იუსტიციის სახლების მშენებლობას. რეალურად სამინისტროს მიერ ,,დაუმთავრებელ აქტივად" აღიარებული იუსტიციის სახლებზე გაწეული სამუშაოები არ წარმოადგენს დაუმთავრებელ მშენებლობებს, ვინაიდან ისინი უკვე ფუნქციონირებენ სრული დატვირთვით და სახლების უმრავლესობა დარეგისტრირებულია როგორც სახელმწიფო ქონება. შესაბამისად აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაა, მოგვარდეს იუსტიციის სახლების აღრიცხვიანობის და რიგ შემთხვევაში უძრავი ქონების სახელმწიფო რეგისტრაციის საკითხები. აღნიშნული წინა აუდიტის ანგარიშშიც იყო დაფიქსირებული , რაც აუდიტის მიმდინარეობისას მოგვარებული ასევე არ ყოფილა.

Subscribe to our news

Get the main news of the day