Home
Category
TV Live Menu

"აუდიტორული ფირმების რეგულირების შედეგად, ბაზარზე ბევრად ნაკლები და მსხვილი კომპანია დარჩება"

57d640f4c3ad0
BM.GE
12.09.16 09:43
1164
"აუდიტორული ფირმების რეგულირების შედეგად, ბაზარზე ბევრად ნაკლები და მსხვილი კომპანია დარჩება“, - ამის შესახებ „ბიზნესკონტაქტს“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს წევრმა, რუსლან ხოროშვილმა გაუცხადა. ხოროშვილი საბჭოში პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენელია. მისი თქმით, საბჭოს საქმიანობა ჯერ-ჯერობით არ დაუწყია და ამ ეტაპზე კადრების ფორმირების პროცესი მიდის. საბჭო კანონქვემდებარე აქტების გამოცემას სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დაიწყებს.

"აუდიტორული ფირმების რეგულირებაზე რესურსების დახარჯვა ადრეა, თუმცა ეს არის ევრკავშირის მოთხოვნა და სფერო მსოფლიოში ყველგან რეგულირდება. დღეს გაურკვეველია ვინაა აუდიტორი და ვინ არა. ხარისხის მოთხოვნები არ არსებობს და არც კონტროლირდება. მოლოდინია რომ საბოლოოდ ბევრად უფრო ნაკლები აუდიტორული კომპანია დარჩება ბაზარზე და ბევრად უფრო მსხვილი. მოსალოდნელია ხარისხის და ნდობის გაზრდა. კანონმდებლობა ითხოვს სავალდებულო აუდიტს, რაც კომპანიებს ოპერირების ხარჯებს გაიუზრდის. ბევრი კომპანიისთვის ანგარიშგების გასაჯაროებაც სავალდებულო გახდება.

ბორდს ექნება უფლება დავების განხილვის, ასევე რეკომენდაციის გაცემის“, - აცხადებს ხოროშვილი.

შეგახსენებთ, რომ საბჭოს თავმჯდომარედ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილია დანიშნული.

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ბრძანებით კი, საბჭოს სამსახურის უფროსად 1 სექტემბერს იური დოლიძე დაინიშნა. ის ამ პოსტს 5 წლის განმავლობაში დაიკავებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day