Home
Category
TV Live Menu

აუდიტორული ფირმების რეიტინგში ბიდიო კვლავ მე-3 ადგილზე დაწინაურდა

595b3fada8b3f
BM.GE
04.07.17 11:02
2389
2016 წლის მონაცემებით, ბიდიოს შემოსავალმა 9,775,521 ლარი შეადგინა და 2015 წელთან შედარებით 41%-იანი ზრდა აჩვენა, რაც განპირობებულია ორგანული ზრდითა და სერვისების დივერსიფიკაციით, მათ შორის მნიშვნელოვანი შერწყმით, რომლის ფარგლებშიც ბიდიოს ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულება დაემატა. 2016 წელს ბიდიო საქართველოს პარტნიორების რიცხვი 12-მდე გაიზარდა, ასევე თანამშრომლების საერთო რაოდენობის ზრდის მაჩვენებელმა 35% შეადგინა.

სწორედ გასული წლის შემოსავლებს ეყრდნობა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა, რომლის თანახმადაც 2016 წლის შემოსავლების მიხედვით, ბიდიო საქართველოს ბაზარზე მოქმედ წამყვან აუდიტორულ ფირმებს შორის მე-3 ადგილს იკავებს.

ზურაბ ლალაზაშვილი, ბიდიოს მმართველი პარტნიორი: „თუკი შემოსავლების ზრდას მიმართულებების ჭრილში შევაფასებთ, ფინანსური მაჩვენებლები გაუმჯობესებულია ყველა მიმართულებით. ვფიქრობ, რომ მიღებული შედეგი ჩვენი გუნდის თითოეული წევრის დამსახურებაა და მინდა მადლობა გადავუხადო მათ ამ წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენი ერთობლივი, ხარისხიანი და ეფექტური მუშაობა არის საწინდარი იმისა, რომ პრაქტიკაში გავატაროთ ბიდიოს გლობალური ხედვა - ვიყოთ ლიდერები გამორჩეულ მომსახურებაში და ამავდროულად მუდმივად შევინარჩუნოთ მოწინავე პოზიციები საქართველოს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის“.

საგულისხმოა, რომ ზედიზედ მე-9 წელია ბიდიო მე-3-მე-4 პოზიციას იკავებს საქართველოში მოქმედი აუდიტორული კომპანიების რეინტინგში. ეს არის სტაბილური შედეგი, რაც განპირობებულია მიწოდებული სერვისების ხარისხითა და მომსახურების მაღალი სტანდარტებით.

ბიდიო მუდმივად აფართოვებს სერვისების პორტფელს და ამ მხრივ 2016 წელი განსაკუთრებულად ნაყოფიერი იყო. წლის დასაწყისიდან კომპანია ბაზარზე უკვე ჯგუფის სახით არის წარმოდგენილი, რადგან ბიდიოს ბრენდის ქვეშ გაერთიანდა ტექნოლოგიური კონსულტაციისა და დეველოპმენტის მიმართულება ბიდიო სოლუშენსის, ბიზნეს ტრენინგებისა და სერტიფიკაციის მიმართულება ბიდიო აკადემიის, ხოლო ადამიანური რესურსების და სახელფასო აღრიცხვის მიმართულება ბიდიო ეიჩარ ენდ ფეიროლის სახით. სამივე მიმართულება ასევე შევიდა ბიდიოს ქსელის შემადგენლობაში.

სერვისების დივერსიფიცირება კომპანიას საშუალებას აძლევს მოემსახუროს როგორც უმსხვილეს საერთაშორისო და ადგილობრივ, ასევე საშუალო და მცირე ზომის კომპანიებს. ყოველწლიურად ბიდიოს სულ უფრო მეტი კომპანია უცხადებს ნდობას, რაც ხაზს უსვამს მომსახურების სტაბილურად მაღალ ხარისხს.

კლიენტებთან განსაკუთრებული ურთიერთოებები, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე აქცენტირება, პარტნიორული მიდგომები, პასუხისმგებლობა და სანდოობა, დაპირებების შესრულება და ღია, გულწრფელი კომუნიკაციის შენარჩუნება ბიდიოს მთავარი ფასეულობებია.
დეტალური სტატისტიკური ინფორმაცია აუდიტორული ფირმების შემოსავლებისა და ზრდის ტენდენციების შესახებ წარმოდგენილია ვებგვერდზე https://saras.gov.ge/

Subscribe to our news

Get the main news of the day