Home
Category
TV Live Menu

"აუდიტორული კომპანიებისთვის დაწესებულ მოთხოვნებს კომპანიების 90% ვერ დააკმაყოფილებს"

594a5c35d7881
ნინო კვინტრაძე
21.06.17 15:43
833
აუდიტორული კომპანიების ნაწილი ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის პროცესში არსებულ რთულ მოთხოვნებზე საუბრობს. სექტემბრიდან აუდიტორული კომპანიების ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი დაიწყება, აუდიტორული ფირმების რეესტრში ამ დრომდე 208 აუდიტორული კომპანიაა რეგისტრირებული, „სდპ“ აუდიტის დროებითი უფლებამოსილება კი მხოლოდ 17 მათგანს აქვს.

აუდიტორულ კომპანიაში „მრჩეველი“ ამბობენ, რომ მოთხოვნებს კომპანიების 90% ვერ დააკმაყოფილებს.

„აუდიტორული კომპანიების დიდი ნაწილი მზად არაა იმ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად რომელიც ზედამხედველობის სამსახურს აქვს შემუშავებული. ქვენორმატიული აქტები გაცილებით მეტ მოთხოვნებს აყენებს ვიდრე კანონია. ჩვენ გვსურდა, რომ ეს დამატებითი ტვირთები ეტაპობრიად შემოსულიყო.

შეუძლებელი იქნება ქართული აუდიტორული კომაპნიების დიდი ნაწილისთვის დარჩეს ფინანსური აუდიტის ბაზარზე. ამ ბაზარს ძირითადად უცხოური კომპანიები ფლობენ და შემოსავლებიც ქვეყნის გარეთ მიდის. ქართულ აუდოტულ კომპანიებს მოსამზადებელიდრო უნდა ჰქონოდათ. საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება არაა მარტივი“ , - ამბობს ვალერი ხანიშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day