Home
Category
TV Live Menu

"ავანსის დღგ-ით დაბეგვრა ცალსახად არაა კარგი, თუმცა ბიზნესის მხრიდან ამ საკითხზე სერიოზული წუხილი არ გამიგია"

5878d74ce3a4b
BM.GE
13.01.17 17:32
973
"ავანსის დღგ-ით დაბეგვრა ცალსახად არაა კარგი", - განაცხადა გადაცემაში საქმიანი დილა ფინანსისტმა ეფრემ ურუმაშვილმა. მისი განცხადებით, ქვეყანაში გადასახადების გაზრდა და ახალი რეგულაციების მიღება, ეკონომიკური ზრდისთვის და ინვესტივიების მოსაზიდად დადებით გავლენას არ იქონიებს.

"ჩემი აზრით, ავანსის დაბეგვრასთან დაკავშირებული სიახლე არ არის კარგი. სამწუხაროდ, ეს პერიოდი ბიზნესი მხრიდან აღნიშნულის შესახებ რაიმე სერიოზული წუხილი არ გამიგია. თითქოს ბიზნესმა ეს მიიღო ისე, როგორც არის. არც საერთაშორისო ბიზნეასოციაციის მხრიდან მომისმენია რაიმე მძაფრი, მკვეთრი თუ რბილი განცხადება. ცოტა ხნის წინ ეკონომიკის მინისტრმა სამართლიანად განაცხადა, რომ თუ ეს ბიზნეს აწუხებდა ჩვენ ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდითო. ეს ყოველდღიური პროცესია, როდესაც ბიზნესი ერთმანეთთან ურთიერთობს და ავანსის სახით ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, - ურთიერთობის დაწყებისთანავე ახდენენ ფინანსურ ანგარიშსწორებას და ერთმანეთთან ურთიერთობას ამყარებენ.

ბიზნესმენს არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ მან უკვე საგადასახადო ტვირთი აიკიდა. ვფიქრობ, რომ ეს კარგი მოვლენა არ არის და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას არ წაადგება.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, თურმე ბიზნესი ბედნიერია, როდესაც არ არსებულ ოპერაციებზე გადასახადს იხდის. ჩემი დამოკიდებულება ასეთია, რომ თვითონ ესტონური მოდელი კარგია ქვეყანაში კაპიტალის დასაგროვებლად, ამას ალტერნატივა არ აქვს. ამ კაპიტალის დაგროვება საიდანღაც ხომ უნდა დაგვეწყო, ძალიან კარგია, რომ ბიზნესში ფულს ვტოვებთ, მაგრამ ამ მოდელმა კიდევ დამატებითი მიმართულებები მოიტანა, ანუ "უარყოფითი მიმართულებები", რომელიც ახსნადია იქიდან გამომდინარე, რომ ბიუჯეტში ფული აღარ შევა. უფრო მეტი დაფიქრება მართებთ, სანამ ამდაგვარ განცხადებებს გააკეთებენ", - განაცხადა ეფრემ ურუმაშვილმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day