Home
Category
TV Live Menu

"ავანსის დღგ-თი დაბეგვრის გამო დეველოპერულ ბიზნესს, შეიძლება, გარკვეული პრობლემები შეექმნას და ამას განვიხილავთ"

58777f63ee339
BM.GE
12.01.17 17:01
1704
ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ავანსის დღგ-თი დაბეგვრის გამო დეველოპერებს, შესაძლოა, გარკვეული პრობლემები შეექმნათ, რასაც ხელისუფლება განიხილავს.

როგორც გიორგი გახარიამ "ბიზნესკონტრაქტის" კითხვის კომენტირებისას განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში შესულია, მთავრობა მზადაა, მოისმინოს ბიზნესის პრეტენზიები და გაითვალისწინოს ისინი.

"ბიზნესს ავანსის დაბეგვრის მექანიზმის შეცვლასთან დაკავშირებით თუ აქვს სერიოზული პრობლემები და პრეტენზიები, მოვისმენთ და გავითვალისწინებთ.

მე არ ვიცოდი ბიზნესის პრეტენზიები. ვიცოდი ჩემი ყოფილი ფუნქციებიდან გამომდინარე, რომ არის ბიზნესები, რომელთა განვითარებისთვისაც ავანსის დაბეგვრა ან არდაბეგვრა მნიშვნელოვანი არგუმენტია. მეორე მხრივ, არიან მათი მომხმარებლები, რომელთათვისაც ავანსის დაბეგვრის ან არდაბეგვრის მექანიზმი მნიშვნელოვანი რისკის შემცველია. არ არის ასე ერთმნიშვნელოვნად, რა თქმა უნდა. თუმცა, სამშენებლო და დეველოპერულ ბიზნესს შეიძლება გარკვეული პრობლემები შეექმნათ და ამას განვიხილავთ",- განაცხადა გახარიამ.

Subscribe to our news

Get the main news of the day