ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამისთვის ლოკაცია უკვე შერჩეულია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძე ამბობს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსახლეობის მხრიდან ხელმოწერების შეგროვება, რის შემდეგაც ამ კონკრეტულ ლოკაციაზე ძველი, ავარიული შენობების ჩანაცვლებაზე ტენდერი გამოცხადდება. საიდან იწყება თბილისის მერია ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლებას და რა ოდენობის ობიექტებზეა პირველ ეტაპზე საუბარი?