ფარმაცევტული კომპანია „ავერსი“ ტრადიციულად ფესტივალ „Art-გენის“ წარმდგენია. Art-გენის“ თბილისის ტური 20 ივლისს აიღებს სტარტს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში და 30 ივლისამდე გაგრძელდება. მე-20, საიუბილეო წელთან დაკავშირებით ფესტივალი მაყურებელს რამდენიმე სიახლეს ჰპირდება. ფესტივალის პროგრამასა და დაგეგმილ სიახლეებთან დაკავშირებით გუშინ, მცხეთაში, რესტორან „ფლორიას“ ეზოში, პრესკონფერენცია გაიმართა.