Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ავიაციის ფორუმი 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500 წარმომადგენელი საქართველოში

BM.GE
20.02.18 16:44
1131
თბილისში ევროპის საავიაციო ფორუმის, CONNECT 2018-ის საიუბილეო, რიგით მე-15 ღონისძიება დაიწყო. 22 თებერვლის ჩათვლით, ფორუმში 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. ფორუმზე დამსწრე დელეგატები განიხილავენ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს. ასევე, საფუძველი ჩაეყრება ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის ახალ ავიამიმართულებაზე თანამშრომლობას. ფორუმის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია დაინტერესდეს საქართველოს ბაზრით.

სტუმარი: ქეთი ალექსიძე - აეროპორტების გაერთიანების დირექტორი

Subscribe to our news

Get the main news of the day