"აჭარა ჯგუფი” წარმოგიდგენთ ახალ პროექტს - ავიაკომპანიას "ავიატორი” . “ავიატორი” წარმოადგენს ქართულ ავიაკომპანიას, რომელიც ნებისმიერ მსურველს, საჰაერო ტაქსის მომსახურებას სთავაზობს, რაც ითვალისწინებს ადგილობრივი და საერთაშორისო ჩარტერული რეისების შესრულებასაც.
"ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ მაქსიმალურად მოკლე დროში, კომფორტულად ჩაფრინდნენ დანიშნულების ადგილას ტურისტული თუ საქმიანი ვიზიტით. ავიაკომპანია ფრენებს განახორციელებს უახლესი ამერიკული წარმოების “Beechcraft” KingAir C90GTX ტიპის საჰაერო ხომალდით, რომელიც აღჭურვილია 5 ადამიანზე გათვლილი ბიზნეს კლასის ინტერიერით და უახლესი სისტემებით, რაც მგზავრებს საშუალებას მისცემთ სასურველი მიმართულებით უსაფრთხოდ და კომფორტულად იმგზავრონ. ავიაკომპანია “ავიატორის” მთავარი მიზანია საქართველოში ტურიზმის და მცირე ავიაციის განვითარების ხელშეწყობა, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის. ავიაკომპანიის მიერ ავიარეისების შესრულება დადებითად იმოქმედებს საქართველოში აეროპორტების და ინდუსტრიაში ჩართული ყველა კომპანიის განვითარებაზე. ავიაკომპანია “ავიატორის” ქართველმა პილოტებმა და ტექნიკურმა პერსონალმა გაიარა გადამზადება ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ საუკეთესო ტრეინინგ ცენტრში. საწყისი ეტაპისთვის ავიაკომპანიაში დასაქმებულია 20-ზე მეტი საავიაციო სფეროს საუკეთესო ქართველი პროფესიონალი". - განმარტავენ კომპანიაში.