Home
Category
TV Live Menu

ავიაკომპანიები, რომლის თვითმფრინავებშიც Samsung Galaxy Note 7-ის შეტანას ვერ შეძლებთ

580477290d5ce
BM.GE
17.10.16 10:57
1113
ყოველდღიურად სულ უფროდაუფრო მეტი ავიაკომპანია კრძალავს ბორტზე Samsung Galaxy Note 7-ის გამოყენებას. მიზეზი კი ისაა, რომ მობილური ტელეფონის ეს კონკრეტული მოდელი ფეთქებადსაშიშად არის გამოცხადებული.

მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბორტზე ტელეფონის გამოყენება აკრძალა, ავიაკომპანიებმა ავსტრალიაში, აზიასა და ევროპაში Samsung Galaxy Note 7 აკრძალული ნივთების სიაში შეიტანეს. შედეგად აკრძალვები მოქმედებს შემდგი ავიაკომპანიების თვითმფრინავებში: Air Berlin, Dragonair და Virgin Australia. აკრძალვები ასევე მოქმედებს ავიაკომპანია Qantas-ისა და მისი დაბალბიუჯეტიანი კომპანიის Jetstar-ის თვითმფრინავებში.

კომპანია Virgin Australia კი მგზავრებს რეკომენდაციას აძლევს, არ შეიტანონ Note 7 აეროპორტებში.

გერმანიის უმსხვილესმა ავიაკომპანია Lufthansa-მ ამ მოდელის მობლური ტელეფონები ჯერჯერობით მხოლოდ ამერიკის მიმართულებით ფრენებზე აკრძალა, მაგრამ აკრძალვა მალე ავიაკომპანიის ყველა მიმართულებაზე გავრცელდება.

აკრძალვა შეეხო Singapore Airlines-ის მიერ განხორციელებულ ფრენებსაც, რომელმაც Galaxy Note 7-ის თვითმფრინავში ატანა 16 ოქტომბრიდან აკრძალა.
Samsung-მა 2,5 მილიონი ტელეფონი გაყიდვიდან სექტემბერში ამოიღო, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ტელეფონები დამუხტვისას ფეთქდებოდა. რამდენიმე დღის წინ კი კომპანიამ მობილური ტელეფონის ამ მოდელის წარმოება სრულად შეაჩერა.

Subscribe to our news

Get the main news of the day