ავიამიმოსვლა რუსეთთან - როგორ დაიცავს სანქციებს საქართველო?
BM.GE
15.05.23 18:44
• 123
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უკვე შევიდა სამი რუსული და ერთი ქართული ავიაკომპანიის განაცხადი, რომელთაც რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების შესრულება სურთ. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე BMG-ის კითხვის პასუხად განაცხადა და იქვე დასძინა, რომ ავიაკომპანიებს ფრენების განხორციელება საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან - ბათუმიდან, ქუთაისიდან და თბილისიდან სურთ.