Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ავიამიმოსვლა საქართველო-რუსეთს შორის - როგორ უნდა მოხდეს სანქციების დაცვა?

BM.GE
11.05.23 16:35
122
რუსეთი საქართველოსთან ფრენების აღდგენისთვის ემზადება. საქართველოს მთავრობა კი, როგორც ჩანს, მზადაა რუსულ თვითმფრინავებს საქართველოს აეროპორტები გაუხსნას. რუსული საინფორმაციო სააგენტოები წერენ, რომ რუსულმა კომპანიებმა საქართველოში ფრენები შესაძლოა უკვე მომავალი კვირიდან დაიწყონ. საუბარია ყოველკვირეულად შვიდი პირდაპირი ავიარეისის შესრულებაზე. საქართველოს მთავრობაში ირწმუნებიან, ქვეყანა ავიასანქციებს არ დაარღვევს. რა ახალი რისკები გააჩინა რუსულმა საჩუქარმა საქართველოსთვის, როგორ უნდა დაიცვას ქვეყანამ რუსული ავიაბაზრისთვის დაწესებული სანქციები და რა ტენდენციებია დღეს ავიაბაზარზე?

სტუმარი: ირაკლი ნასიძე - ავიაციის ექსპერტი;

Subscribe to our news

Get the main news of the day