Home
Category
TV Live Menu

ავტოიმპორტიორები "სიტროენს" პასუხობენ და ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის ფაქტს უარყოფენ

57fcd991cf6d6
BM.GE
11.10.16 16:30
1099
ავტოიმპორტიორები კომპანია "სიტროენის" განცხადებას პასუხობენ და ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის ან რამდენიმე კომპანიის მხირდან შეთანხმებულ ქმედებებს გამორიცხავენ. როგორც „ბიზნესკონტრაქტს“ „თეგეტა მოტორსში“ განუცხადეს, ბაზარი დღეს თავისუფალია და კომპანიებს არც სახელმწიფო და არც კერძო სუბიექტებთან თანამშრომლობის პრობლემა არ აქვთ. კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე სახელმწიფო ტენდერებში შეთანხმებულ ქმედებებსაც გამორიცხავს.

"კარგი იქნება თუ "სიტროენი“ კონკრეტულ კომპანიას დაასახელებს და შესაბამის სტრუქტურებს მიმართავს. ვფიქრობ რომ ბაზარი თავისუფალია და არანაირი წინააღმდეგობა კომპანიებს არ აქვთ. "სიტროენის“ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები.

სფეროში კონკურენცია ძალიან დიდია და კომპანიებს საკმაოდ მცირე თანხა რჩებათ. საავტომობილო ბიზნესში ძალიან დიდი კონკურენცია და არავის აქვს საშუალება რომ მსხვილი თანხებით გაყოდოს პროდუქცია.

წლებია ტენდერებში ვიღებთ მონაწილეობას და მსგავს გარიგეგებს ადგილი არ აქვს. იმდენი მაკონტროლებელი ორგანოა რომ გარიგებების რისკი მინიმუმამდეა დასული“, - აცხადებს მშვილდაძე და „სიტროინის“ განცხადებას ქართულ ბაზარზე მის ნაკლებ ცნობადობასაც უკავშირებს.

"იბერია ბიზნეს ჯგუფის“ აღმასრულებელ დირექტორს დავით გოგორიშვილს კი "სიტროენის“ ქართული წარმომადგენლობის შესახებ არ სმენია. ბიზნესმენის მტკიცებით, "სიტროენს" ოფიციალური სავაჭრო პარტნიორი საქართველოში არ ჰყავს.

რაც შეეხება ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, დავით გიგინეიშვილი ამბობს, რომ ამაზე მძაფრი კონკურენცია მას ქართულ ბაზარზე არ ახსოვს. მისი თქმით, ძალიან დიდი კონკურენციის პირობებში უწევს საქმიანობა და მისთვის უცნობია, რომელ კომპანიაზე აკეთებს განცხადებას „სიტროენი“.

"მე პირადად, 6 წელია ამ კომპანიის დირექტორი ვარ და დღეს რომ კონკურენტუნარიანია ბაზარი და კონკურენცია არის გამძაფრებული, აქამდე ასეთი არ მახსოვს. თუ ვინმეს სხვას აქვს სათბურის პირობები, ჩემთვის უცნობია. წარმოვადგენ საქართველოში 6 საავტომობილო ბრენდს და ძალიან დიდი კონკურენციის პირობებში მიწევს მუშაობა, იმისთვის, რომ რეზულტატი დავდო. ვინმე თუ რაღაცას მარტივად აკეთებს, ეს ადრესატი მე არ ვარ. ბაზარი საკმაოდ შემცირდა, აქედან გამომდინარე ყველა დილერს სურს, რომ მაქისმალური რეზულტატი დადოს. მარჟები არის საკმაოდ შემცირებული, მიდის დიდი კონკურენცია, რომ რეზულტატი დაიდოს", - აცხადებენ კომპანიაში.

"კოპმანია „სიტროენი“ საქართველოს საავტომობილო ბაზარზე შემოსვლიდან მოკლე დროში სხვადასხვა კომპანიების მხრიდან არაცივილური წესების დამკვიდრების მცდელობაზე საუბრობს. როგორც კომპანიაში "ბიზნესკონტრაქტს" განუმარტეს, გაირკვა, რომ საავტომობილო ბიზნესში არსებული გარიგების თანახმად, სხვადასხვა კომპანიები, ერთობლივად შეთანხმებული ქმედებებით, ხელს უშლიან ბაზარზე ახალი კომპანიების შესვლას და საფრთხეს უქმნიან კონკურენტული გარემოს არსებობას.

კომპანიას შესაბამისი განცხადებით კონკურენციის სააგენტოსთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს. როგორც უწყებაში „ბიზნესკონტრაქტს“ განუმარტეს შესაბამისი განცხადების შესვლის შემთხვევაში კონკურენციის სააგენტო კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

სიტროენი: საქართველოში სხვადასხვა კომპანიები, შეთანხმებული ქმედებებით, ხელს უშლიან ბაზარზე ახალი კომპანიების შესვლას

Subscribe to our news

Get the main news of the day