Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ავტომანქანის რეგისტრაცია და ნომრის აღება ძვირდება

BM.GE
04.10.22 11:48
230
საქართველოს მთავრობის და კონკრეტულად ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, ავტომანქანის რეგისტრაციის და ნომრის აღების საფასური იზრდება. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა 35 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 100 ლარით; ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის ერთი წყვილის გაცემა 35 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 80 ლარით, ხოლო ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის ერთი წყვილის აღდგენა ასევე 35 ლარის ნაცვლად 80 ლარით განისაზღვრება. შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში განსახილველად არის.

Subscribe to our news

Get the main news of the day