Home
Category
TV Live Menu

"ავტომობილები რომელიც ტექდათვალიერებას ვერ გაივლის, შესაძლოა მხოლოდ მეზობელ სომხეთში გაიყიდოს"

5821da5352c31
ელენე გოგბერაშვილი
08.11.16 17:56
949
ერთ-ერთი მსხვილი ავტოიმპორტიორი კომპანია "კავკასიის ავტოიმპორტის" გენერალური დირექტორი იმ ავტომობილების, რომელიც ტექდათვალიერებას ვერ გაივლის, გასაღების ერთადერთ გზად რეექსპორტს მიიჩნევს. გიორგი სუპატაშვილი სავალდებულო ე.წ ტექდათვალიერების ამოქმდების შედეგად იმპორტის კუთხით რისკებს ვერ ხედავს, თუმცა მიიჩნევს, რომ ავტოპარკის განახლებისა და ეკოლოგიურად სუფთა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ქვეყანაში შემოყვანის წასახალისებლად სხვა კომპლექსური ღონისძიებები უნდა გატარდეს. "აუცილებელია იმპორტის კუთხითაც "ევრო 4"-ის სტანდარტზე გადავსულიყავით, ასევე ძველი ავტომობილების შემოყვანაზე გაგვეზარდა საბაჟო ტარიფები", - აცხადებს გიორგი სუპატაშვილი.

მისი თქმით, კარგია თუ სახელმწიფო იფიქრებს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზეც, რომლებიც ე.წ ტექდათვალიერებას ვერ გაივლის.

"მნიშვნელოვაია დაახლოებით თარიღი დასახელდეს, რომ ეს ადამიანები გადაეწყონ, დაშალონ ან გაყიდონ საკუთარი ტრანსპორტი. ასეთი ავტომობილები შესაძლოა მხოლოდ მეზობელ სომხეთში გაიყიდოს. იქნებ სახელმწიფომ რამე მოიფიქროს რა ვუყოთ ამ ავტომობილებს. ერთადერთი გზა არის რეექსპორტი", - აცხადებს გიორგი სუპატაშვილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day