Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ავტომობილების ბიზნესი - რა აჩვენა Galt&Taggart-ის კვლევამ?

BM.GE
17.03.23 10:18
132
Galt&Taggart-მა საქართველოსა და მსოფლიოში ავტომობილების ბიზნესში მიმდინარე ცვლილებების, მოლოდინებისა და სექტორის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა.კვლევის პრეზენტაცია გუშინ საღამოს, გაიმართა, რომელსაც საქართველოში ავტომობილების ბიზნესის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

აღნიშნული კვლევის თანახმად, 2021 წლიდან მსოფლიო ბაზარზე შექმნილი ნახევარგამტარების დეფიციტის შედეგად, მკვეთრად შემცირდა ახალი ავტომობილების წარმოება, ხოლო მოთხოვნა ძლიერი დარჩა. შედეგად, გლობალურად ახალი ავტომობილების ფასები რეკორდულად გაიზარდა 2021-22 წლებში. ფასები ასევე გაიზარდა მეორად ავტომობილებზე, მანჰეიმის მეორადი მანქანების ფასების ინდექსი 55.4%-ით გაიზარდა 2022 წელს 2019 წელთან შედარებით. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2023 წლისთვის ნახევარგამტარების მიწოდების ნორმალიზების, ნედლეულის ფასების კლებისა და მოთხოვნის მოსალოდნელი შემცირების შედეგად, ახალ ავტომობილებზე ფასები დაიკლებს.

სტუმარი: თათია მამრიკიშვილი - Galt&Taggart-ის ასოცირებული მკვლევარი;

Subscribe to our news

Get the main news of the day