Home
Category
TV Live Menu

ავტომობილების რეექსპორტზე გადახდილი აქციზი ბიზნესს სრულად უკან დაუბრუნდება

5a8d32675c863
BM.GE
21.02.18 12:47
628
ავტომობილების რეექსპორტზე გადახდილი აქციზი ბიზნესს სრულად უკან დაუბრუნდება, - ამის შესახებ დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. ცვლილებით კერძო სექტორს იმ შემთხვევაში შეეძლება სარგებლობა თუკი ავტომობილის რეექსპორტს იმპორტიდან 90 დღის განმავლობაში განახორციელებს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ შემთხვევებში თუ იმპორტიდან 90 დღის განმავლობაში მოხდება ავტომობილების რეექსპორტი, გადახდილი აქციზის 100% უკან დაუბრუნდება ბიზნესს, აქამდე არსებული 50%-ის ნაცვლად“ - განაცხადა მინისტრმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day