Home
Category
TV Live Menu

ავტომობილების ტექდათვალიერების სტანდარტები ორ თვეში გახდება ცნობილი

595343ae34a21
BM.GE
28.06.17 09:48
901
ავტომობილების ტექდათვალიერების სტანდარტები მძღოლებისა და ბიზნესსექტორისთვის სავარაუდოდ, ორ თვეში გახდება ცნობილი. ამის შესახებ „საქმის კურსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა განუცხადა, რომელიც დღეს ტექდათვალიერების საკითხზე არასამთავრობო სექტორისა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

მისი განმარტებით, მართალია, 2018 წლის 1 იანვრიდან ტექნიკური დათვალიერების რეჟიმი ძალაში შევა, თუმცა ეს თავიდანვე ყველას არ შეეხება.

"ყველა სატრანსპორტო საშუალებას ერთდროულად არ შეეხება. დღეს 1 მილიონ 200 ათასი ავტომანქანაა რეგისტრირებული და ყველა ერთბაშად ამას ვერ დაექვემდებარება. სხვადასხვა პრაქტიკა არსებობს. მაგალითად, ვალდებულებები მანქანის გამოშვების წლების მიხედვით გავრცელდა, ზოგგან მანქანის ნომრების, ასევე რაიონების მიხედვით. შვეიცარიული კომპანია SGS-ის ექსპერტები სწავლობენ ამ პროცესს და მათ რეკომენდაციებს ველოდებით",- განმარტა ჩერქეზიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების 26 ცენტრი არსებობს, რომლებიც დღეს არსებულ სტანდარტს აკმაყოფილებენ, თუმცა მათ ახალ სტანდარტებზე მორგება მოუწევთ.

„ადაპტირებისთვის გონივრული ვადები იქნება. ეს პროცესი დამოკიდებულია SGS-ზე. ჩემი ვარაუდით, 2 თვეში უნდა იყოს გასაჯაროვებული სქემა, რაზეც უნდა გადაეწყონ ოპერატორები”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day